23.06.2020

პირველმაისში გაზიფიცირება მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკვიკვინიოში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის შესაბამისად 10 კილომეტრიან მონაკვეთზე განთავსდება გაზსადენი, რომლის საშუალებითაც 189 ოჯახი შეძლებს ბუნებრივი აირით სარგებლობას. პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 250 550 ლარს შეადგენს. მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელ მარინე ლაგვილავასთან და საკრებულოს დეპუტატ გოჩა ჯობავასთან ერთად გაეცნო. პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სხვა სოფლები 2019 წელს გაზიფიცირდა.

22.05.2020

პირველ მაისში გაბიონი კეთდება


ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკვიკვინიოში მდინარე მუნჩიასთან ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა მიმდინარეობს
 ინფრასტრუქტურული პროექტი, საქართველოს საავტომობილო დეპარტამენტის დაკვეთით ხორციელდება და მას შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს
 პროექტის შესაბამისად 220 მეტრზე მოეწყობა გაბიონი, რაზეც 171 000 ლარამდე დაიხარჯება
სოფელ საკვიკვინიოში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ
გაბიონის მოწყობის შემდეგ მოქალაქეთა საკარმიდამო ნაკვეთები და გზის მონაკვეთი დაცული იქნება დატბორვისგან და ჩამოშლისგან.

04.02.2020

კონკურსი ,,მიქსიკე-პრანგლიმინე - 2020“


2 თებერვალს, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ორგანიზებული და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი საერთაშორისო კონკურსის,  ,,მიქსიკე-პრანგლიმინესაქართველოს  ზეპირი მათემატიკური ანგარიშის ფინალური ეტაპი  გაიმართა, რომელშიც საქართველოს 15 სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
   კონკურსის 50 ფინალისტს შორის იყვნენ  ხობის N1 საჯარო სკოლის 2  და ესტატე შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის საჯარო სკოლის 11  წარმომადგენელი.
   საქართველოს მასშტაბით გამართულ ფინალში ხობელებს ხუთი საპრიზო ადგილი ერგოთ.
მე-II ადგილი - გიორგი შონია - ხობის პირველი საჯარო სკოლა (მე-9 კლასი)
მე-II ადგილი - ანა კვიკვინია - პირველი მაისის საჯარო სკოლა (მე-10 კლასი)
მე-II ადგილი - კობა კვიკვინია - პირველი მაისის საჯარო სკოლა (მამაკაც მასწავლებელთა შორის)
მე-III ადგილი - პეტრე შონია - ხობის პირველი საჯარო სკოლა (მე-6 კლასი)
მე-III ადგილი - თეიმურაზ კვიკვინია - პირველი მაისის საჯარო სკოლა (მე-9 კლასი)
   ზეპირ კონკურსში ასევე მონაწილეობდნენ:
მე-5 ადგილი - ნიკა ბუკია - პირველი მაისის საჯარო სკოლა (მე-8 კლასი)
მე-6 ადგილი - ზურაბი ბუკია - პირველი მაისის საჯარო სკოლა (მე-3 კლასი)
მე-6 ადგილი - გიორგი ყორშია - პირველი მაისის საჯარო სკოლა (მე-7 კლასი)
მე-7 ადგილი - ირინა ბუკია - პირველი მაისის საჯარო სკოლა (მე-6 კლასი)
მე-7 ადგილი - გურამ ფარცვანია - პირველი მაისის საჯარო სკოლა (მე-9 კლასი)
მე-8 ადგილი - ლუკა კახიანი - პირველი მაისის საჯარო სკოლა (მე-7 კლასი)
მე-9 ადგილი - ნატალი ქირია - პირველი მაისის საჯარო სკოლა (მე-7 კლასი)
მე-10 ადგილი - დათა მორგოშია - პირველი მაისის საჯარო სკოლა (მე-7 კლასი
  ასევე ძალიან კარგი შედეგი აჩვენა საქართველოს ფინალის ყველაზე ნორჩმა მონაწილემ, პირველკლასელმა - 6 წლის დათა ფოჩხუამ (მე-4 ადგილი).
  პედაგოგები: კობა კვიკვინია, ხათუნა გერგაია, ნინო კვიკვინია, ანა კორტავა, ნატო ქირია.
    საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს    2 მაისს   ლატვიის ქალაქ ვენსპილსში აქვთ მონაწილეობის უფლება.
  2019 წელს  ამავე კონკურსში  მეცხრე კლასის მოსწავლე ანა კვიკვინიამ,  პირველი ადგილი დაიკავა VII-XII კლასელ გოგონათა შორისმან 11178 ქულა აიღო და 3500 ქულით გაუსწრო უახლოეს მდევარს. ამ გამარჯვებით ანამ საერთაშორისო ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვასაერთაშორისო ფინალი  ესტონეთის ქალაქ კილინგი ნიომეში გაიმართა, სადაც საქართველოსთან ერთად მონაწილეობდნენ ესტონეთის, ლიტვის, ლატვიის, სლოვენიის და უკრაინის წარმომადგენლები.

ავტორი: ირინე ფილიპია

22.01.2020

მადლობა ანსამბლ ,,კოლხეთის“ ქორეოგრაფს კობა გერგაიას

    მადლობა ჩვენი შვილების, ქორეოგრაფიულ ანსამბლ ,,კოლხეთის“   მასწავლებელს, თავისი საქმის პროფესიონალს, ყველა ბავშვის ფავორიტს, არაერთი წარმატებული თაობის აღმზრდელს,  ქორეოგრაფს -  კობა გერგაიას.  თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრს აკეთებს ჩვენი მუნიციპლიტეტისთვის. წლებია თქვენ მნიშვნელოვან როლს ასრულებთ ჩვენი შვილების შემოქმედებით და პიროვნულ ზრდაში. ყველასთან ერთად, თქვენ მონაწილეობთ მათ აღზრდაში.

     გმადლობთ, რომ ბავშვებს მიეცით თქვენი სიყვარული, ზრუნვა, ყურადღება და  ცოდნა. პიროვნული და პროფესიონალური ზრდა. გისურვებთ ჯანმრთელობას, მორჩილ მოსწავლეებს, გულწრფელ სიყვარულს  და ფინანსურ კეთილდღეობას.
    მადლობას გიხდით თქვენი დაუღალავი შრომისთვის, პროფესიონალიზმისთვის და მიღწეული შედეგებისთვის. თქვენი შემოქმედებითი შესაძლებლობები არავის ტოვებს გულგრილსამის დასტურია თუნდაც 2020 წლის საახალწლო კონცერტზე, თქვენი სცენაზე გამოსვლისას, მქუხარე ტაში, რასაც თან ახლდა ძლიერი ემოციები და  დაუვიწყარი შთაბეჭდილებები.

ქორეოგრაფიულ ანსამბლ „კოლხეთის“ მოსწავლეთა მადლიერი მშობლები