20.12.2021
18.12.2021
კონკურსში ,,ისწავლე უსაფრთხო გარემოში“ მეორე ადგილი დაიკავა ე.შუშანიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლამ
https://www.facebook.com/photo/?fbid=4664850946969541&set=a.417083428413002
13.12.2021
პირველ მაისში ხობი-უტორას დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოები ხორციელდება
შპს „საქართველოს მელიორაცია“, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ პირველ მაისში ხობი-უტორას დამშრობი მასივის მოწესრიგების სამუშაოებს ატარეს.
30.09.2021
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მოინახულა „მაჩხომერის“ მთაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა, ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მოინახულა „მაჩხომერის“ მთაზე მიმდინარე არქეოლოგიური გათხრები, სადაც აღმოჩენილია მე-6 საუკუნის ტაძრის ნანგრევები. აქ არსებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი არქიტექტურულ კომპლექსს წარმოადგენს, რაზეც მიუთითებს კაპიტალური გალავნის, ორი კოშკისა და სხვა გაურკვეველ ნაგებობათა ნაშთების არსებობა.
10.09.2021
„მაჩხომერზე“ არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს (ფოტო + ვიდეო)
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულო ერთეულის ტერიტორიაზე მდებარე ,,მაჩხომერის’’ მთაზე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს, რომელსაც არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. მუშაობაში ჩართულნი არიან მხატვარ-რესტავრატორი ნანა პაპუაშვილი, თბილისის უნივერსიტეტის არქეოლოგები თენგიზ ესებუა და დავით ნასყიდაშვილი, ასევე იტალიელი არქეოლოგი ემანუელ ინტაგლიატა. აქ გამოვლინდა რიგი ისეთი არტეფაქტებისა, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ ამ ობიექტს. მნიშვნელოვანია აქ მოპოვებული 12 სხვადასხვა ქვის ფრაგმენტი და ერთი სრული-18 სტრიქონიანი ლოდი, რომლებზედაც ბერძნული მთავრული ასოებით შესრულებული წარწერებია დატანილი. ამ წარწერებმა მიიპყრო საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოების ყურადღება, რასაც ადასტურებს 2020 წელს გერმანიაში, ჟურნალ ,,Zeitschrift fuer Papyrologie und Epigrafik’’-ში (214) და აგრეთვე პოლონეთში ჟურნალ ,,PRO GEORGIA journal of kartvelologikal studies (N30) გამოქვეყნებული სტატიები. ,,მაჩხომერი’’ ადრექრისტიანული პერიოდის ძეგლია, აქ აღმოჩენილი წარწერების მიხედვით იგი VI საუკუნის შუა ხანებით თარიღდება. კვლევის პროცესში შეიძლება ეს ძეგლი კიდევ უფრო დაძველდეს.
,,მაჩხომერის’’ მთაზემიმდინარე არქეოლოგიურ სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი მახარე ჩოკორაია გაეცნო. სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ტარდება.