ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული პროექტები აქტიურად ხორციელდება.
პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიწყუში დაიწყო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის პროცესი. პროექტის ფარგლებში გამოიცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი, შეილესება და შეიღებება კედლები, შეიცვლება ელექტროგაყვანილობა, მოეწყობა წიგნების თაროები. სამუშაოს ღირებულება 15945 ლარია. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ასევე ხორციელდება სანიაღვრე არხის ამოწმენდის და შიდა სასოფლო ხრეშოვანი გზების შეკეთების სამუშაოები.