გენადი კვიკვინია მსოფლიო თასის გამარჯვებულია
18-19 ნოემბერს პოლონეთში გამართულ „ზლოტ ტურის“ მსოფლიო თასის გათამაშებაში შესანიშნავად იასპარეზა ხობელმა (პირველმაისელმა) მკლავჭიდელმა გენადი კვიკვინიამ, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ამერიკელი ტიმ ბრესნანი 4-2 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.