✔პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა
✔კეთილმოწყობილი სამედიცინო დაწესებულება ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ დაათვალიერა
✔შეიცვალა კარ-ფანჯრები, მოწესრიგდა ელექტროგაყვანილობა, წყლისა და კანალიზაციის სისტემები. გარემონტდა ჭერი, იატაკი და კედლები
✔სამუშაოზე დასაქმდა ადგილობრივი მოსახლეობა
✔ამბულატორიის რეაბილიტაციაზე 19446 ლარი დაიხარჯა
✔საქართველოს მთავრობის 2019 წლის 25 ივნისის N1476 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს სამედიცინო დაწესებულებების აღდგენა-მშენებლობისთვის 406 302 ლარი გამოეყო.