✅პირველი
მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ხობის
მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში
წარუდგინა
✅მერმა განხორციელებულ, მიმდინარე და მომავალი
წლისთვის დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა
✅“2019 წელს ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ
ერთეულებში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის
მშენებლობა-რეაბილიტაციაზე 25 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება და მოსახლეობასთან
შეხვედრებზე დასმული საკითხები მოგვარდება. რაც შეეხება 2020 წელს - მნიშვნელოვანი
პროექტებია დაგეგმილი გზების, ამბულატორიების, სკოლების რეაბილიტაციის, წყლის
სისტემის მოწყობისა და სოფლების გაზიფიცირების მიმართულებით“ - აღნიშნა მერმა
✅ანგარიშის პარალელურად მუნიციპალიტეტში
განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტო-ვიდეო კოლაჟის ჩვენება მიმდინარეობდა
✅ანგარიშის მოსმენას ადმინისტრაციულ ერთეულებში
მცხოვრები მოქალაქეები, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, საკრებულოს
წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.