17.12.2014

წმიდა ნიკოლოზის ეკვდერის კურთხევა


17 დეკემბერს ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდა მოწამე გიორგისა და წმიდა საკვირველმოქმედ მღვდელმთავარ ნიკოლოზის საეკლესიო კომპლქსში, ჯიხეთის მენელსაცხებლე დედათა სახელობის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ანდრიამ და სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარმა მღვდელმა იაკობ (სურმავამ) წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკვდერი აკურთხეს და საზეიმო წირვა აღავლინეს. ლოცვის დასასრულს არქიმანდრიტმა ანდრიამ დალოცა მრევლი და ბარბარობის დღესასწაული მიულოცა.

22.11.2014

პირველ მაისში წმ.გიორგის სახელობის ეკვდერი იკურთხა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძარში იკურთხა წმ.გიორგის სახელობის მცირე ეკვდერი, რომლის კურთხევა აღასრულა სამება-ჯიხეთის მონასტრის არქიმანდიტრმა ანდრია (კბილაშვილმა) წირვის დასასრულს პარაკლისი აღავლინა მისმა მაღალყოვლადუსაღვდელოესობამ ფოთისა და ხობის მიტროპოლოტმა გრიგოლმა. საზეიმო წირვას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.







30.10.2014

„ეს საქართველოა“ -ხობი 2014 -პირველი ნაწილი



2014 წლის 30 ოქტომბერს საქართველოს საზოგადოებრი მაუწყებლის პირველ არხზე  გადაცემათა ციკლში „ეს საქართველოა“ ნაჩვენები იქნა დოკუმენტური მასალა ხობის მუნიციპალიტეტის შესახებ.

21.10.2014

ავტოსაგზაო შემთხვევა ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობი-ზუგდიდის ცენტრალურ მაგისტრალზე, ხობის რაიონის სოფელ პირველი მაისის მონაკვეთზე. ავტოავარიის შედეგად არიან დაშავებულები, რომლებიც ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო “რესპუბლიკაში” გადაიყვანეს.

მკურნალი ექიმების განცხადებით დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში იმყოფება საპატრულო პოლიცია, რომელიც ავტოავარიის მიზეზებს არკვევს.

11.09.2014

პროექტი ,,მომავალი თქვენია“


დღეს, პირველი მაისის საბავშვო ბაგა-ბაღში გაიმართა პრეზენტაცია პროექტისა ,,მომავალი თქვენია“. პროექტი მიზნად ისახავდა ბაღის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას (პროექტი კოორდინატორი ლელა ალექსანდრია) და განხორციელდა გაეროს ერთობლივი პროგრამის ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ, კავშირი „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის“ და ასოციაცია ,,ათინათის ‘’ ხელშეწყობით.
პროექტის საერთო ღირებულება შეადგენდა 7778,40 ლარს,რომელშიც ადგილობრივი 
თვითმმართველობის წვლილი თანადაფინანსების სახით 800 ლარია. 
პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა, არასამთავრობო ორანიზაციის წარმომადგენლები და აღსაზრდელთა მშობლები.

05.08.2014

ჟურნალისტ გოგი ბუკიას სახელობის ტურნირი ნარდში

5 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციულ შენობაში გამგებლის წარმომადგენლის მარინე ლაგვილავას ორგანიზებით ჩატარდა ნარდის დიდი ქომაგის, ჟურნალისტ გოგი ბუკიას სახელობის ტურნირი ნარდში, რომელიც მიეძღვნა მისი დაბადებიდან 60 წლის იუბილეს. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს მისმა თანასოფლელებმა. ტურნირში გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს ხობში დაგეგმილ მისივე სახელობის მემორიალურ ღია საერთაშორისო ტურნირში.
გახსნის ცერემონიალს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა დაესწრნენ.