19.12.2018

პირველ მაისში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საკვიკვინიოს უბანში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით გზის რეაბილიტაცია განხორციელდა.
პროექტის შესაბამისად 2800 მეტრ მანძილზე დაიგო ცემენტბეტონის საფარი, აშენდა ხიდბოგირები და მილ-ხიდები, მოეწყო რკინაბეტონის სანიაღვრე არხი. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 1 მილიონ 307 ათას ლარს შეადგენს.
კეთილმოწყობილი გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.

12.10.2018

,,მაჩხომერის’’ ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის - ,,მაჩხომერის ციხის’’ ტერიტორიაზე, ხობის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ჩატარდა არქეოლოგიური სამუშაოები. ,,მაჩხომერის’’ არქიტექტურული კომპლექსი ადრებიზანტიური ხანით, V-VI საუკუნეებით თარიღდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წელს ხობის მუნიციპალიტეტში პირველად აღმოჩენილ იქნა ძველ ბერძნულ წარწერიანი ქვის ფილები, რომლებიც შესასწავლად სპეციალისტებთან არის გაგზავნილი. შესაძლოა ამ ტექსტებმა მნიშვნელოვანი სიახლე შეიტანოს ჩვენი ქვეყნის ადრექრისტიანული ხანის ისტორიაში. 

01.09.2018

პირველი მაისის „აიასოფია“ ფრენის სიმაღლიდან (ფოტო საბა ჯანჯღავასი)



სოციალურად დაუცველ ცამეტ ოჯახს საჩუქრად ტანსაცმელი გადაეცა

ხობის მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაციის - „ქალები სამართლიანობისთვის“  ორგანიზებით აქცია, სახელწოდებით „გაეცი ტანსაცმელი“ გაიმართა. აქციის ფარგლებში, პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ცამეტ ოჯახს საჩუქრად ტანსაცმელი გადაეცა.
ქარიატის, პირველი მაისის, საჯიჯაოს, ნოჯიხევის და ხობის ადმინისტრაციულ ერთეულში არასამთავრობო ორგანიზაციის ("ქალები სამართლიანობისთვის“) მიერ დაფუძნებული „ქალთა სახლი“  ფუნქციონირებს. „ქალთა სახლში“ სოფლად მცხოვრები ქალბატონები არიან გაწევრიანებული.
არასამთავრობო ორგანიზაცია ხობის მუნიციპალიტეტში აქტიურად საქმიანობს და ადმინისტრაციულ ერთეულებში სხვადასხვა პროექტის განხორციელებას გეგმავს.

14.08.2018

პირველ მაისში გენდერულ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

14 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ  ერთეულში,  ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა  გენდერული თანასწორობის საკითხებში თამუნა სიჭინავამ, მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრა ჩაატარა.
  აღნიშნულ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია გენდერული თანასწორობის პრინციპებზე, ძირითადი ცნებების განსაზღვრებებზე, გენდერულ როლსა და სტერეოტიპებზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე, ოჯახში ძალადობასა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებზე.
ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გაიმართება.

07.06.2018

პირველი მაისის საეკლესიო კომპლექსის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება

28 მაისს, ყოვლადწმიდა ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისადიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის სახელობის ხობის (პირველი მაისის) საეკლესიო კომპლექსისა და საპატრიარქო რეზიდენციის კურთხევიდან,ხუთიწლის იუბილესადმი მიძღვნილი ზეიმი გაიმართა.
საღმრთო ლიტურგია და სამადლობელილოცვა ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმასაქართველოს ეკლესიის  წმინდა სინოდის წევრებთან და მართლმადიდებლური ეკლესიებისწარმომადგენლებთან ერთადაღავლინა,

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია II-ისკურთხევითკომპლექსის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, დაიწერა ორი ახალი ხატი: პატრიარქის საჩუქარი - ხატი „ღმრთისმშობელი ყრმა იესოსთან“ და მეორე ხატი, ქტიტორის საჩუქარი - „კიევ–პეჩორის ლავრის ღირს მამათა ხატი“.ქალაქ როსტოვის დიადის სპასო-იაკოვლენსკისდიმიტრიევის მონასტრიდანდელეგაციამ ჩამოაბრძანა ლუსკუმაშიჩაბრძანებული წმინდანების წმინდა ნაწილები, რომელიც კომპლექსს მუდმივ მფლობელობაში გადაეცა. 
საეკლესიო კომპლექსი და საპატრიარქო რეზიდენცია 2006 წელს ბზობის დღესასწაულზე, ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა აკურთხა. საძირკვლის კურთხევაში მონაწილეობდნენ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მთავარეპისკოპოსი თევდორე, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი შიო. საეკლესიო კომპლექსის პროექტის ავტორი - ღვაწლმოსილი ხუროთმოძღვარი რევაზ ჯანაშია. ქტიტორი და მეურვე - გოდერძი ბუკია.
  ღონისძიებას მთავრობის წარმომადგენლებთან  და საქართველოს  პარლამენტის  წევრებთან ერთად,  ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია, ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა ესწრებოდნენ.

30.05.2018

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს


"გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ხობის რაიონის სოფელ პირველ მაისში 1980 წელს დაბადებული გ.ფ., მისი მეზობელი - 1980 წელს დაბადებული დ.ბ. და ხელოსნად მომუშავე -1962 წელს დაბადებული ე.კ. გ.ფ.-ს საცხოვრებელ სახლში სადილობდნენ. მაღაზიიდან დაბრუნებულ გ.ფ.-ს დედას სამივე პირი გარდაცვლილი დახვდა. მათ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებოდათ. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტი ამოიღო, რომელიც გ.ფ.-ს სახელზეა რეგისტრირებული.
აღსანიშნავია, რომ გ.ფ. ყოფილი პოლიციელია (იგი შინაგან საქმეთა სამინისტროდან 2013 წელს დაითხოვეს) და ამჟამად ერთ-ერთი კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მუშაობდა“, - აღნიშნულია შს სამინისტროს განცხადებაში.

07.05.2018

პირველ მაისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საკვიკვინიოს უბანში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ  დაათვალიერეს.
პროექტის შესაბამისად:
 2800 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტბეტონის საფარი
აშენდება ხიდბოგირები  და მილ-ხიდები
მოეწყობა რკინაბეტონის სანიაღვრე არხი
დასაქმდება ადგილობრივი მუშახელი
სამუშაოს ღირებულება 1 მილიონ 307 ათასი ლარია
პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პრაიმ ბეტონი“ ახორციელებს.
2017 წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საჩოკორაიოს უბანში დაიგო ცემენტბეტონის საფარი; 2018 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის (ხობი-პირველი მაისი) რეაბილიტაცია განახორციელა; ხოლო, მიმდინარე წელს დაგეგმილია სოფლის გაზიფიცირება.

01.03.2018

ხობში ცენტრალური საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებამ - საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განახორციელა. დასრულებული პროექტი, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრმა ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე დავით კოდუამ დაათვალიერეს. პროექტის შესაბამისად შეკეთდა სახიდე გადასასვლელები და დაიგო ასფალტის ერთფენიანი საფარი. განხორციელდა მიერთებების, კიუვეტებისა და ეზოებში შესასვლელების რეაბილიტაცია. ასევე, განთავსდა ახალი საგზაო ნიშნები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 872 700 ლარით დაფინანსდა. სამუშაოზე 80 მუშახელი იყო დასაქმებული.

19.02.2018

პირველ მაისში გზის რეაბილიტაცია დასრულდა


ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საჩოკორაიოს უბანში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. რეაბილიტირებული გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ  დაათვალიერეს.
პროექტის შესაბამისად
 2200 მეტრ მანძილზე დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყო  ეზოებში შესასვლელები და მილ-ხიდები. დასაქმდა 30 მუშახელი სამუშაოს ღირებულება 560 000 ლარია.
მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საკვიკვინიოს უბანში გზის რეაბილიტაცია განხორციელდება, რისთვისაც საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის N136 განაკარგულებით 920000 ლარია გამოყოფილი.

01.02.2018

მსოფლიო ხმამაღალი კითხვის დღე პირველი მაისის ბიბლიოთეკაში

1 თებერვალს პირველი მაისის ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარ სოფო ბერაიას თაოსნობით გამოეხმაურნენ მსოფლიო ხმამაღალი კითხვის დღეს, წაკითხულ იქნა ქართველი პოეტების ლექსები, მკითხველი და მსმენელი დარჩა კმაყოფილი, მადლობა მოსწავლეებს ამ მშვენიერი დღისთვის.