https://khobi-info.blogspot.com/2026/05/blog-post_12.html
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ცოტნე დადიანის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.
პროექტის ფარგლებში გზაზე იგება ბეტონის საფარი, მოეწყობა რკინა-ბეტონის არხები, რკინის ცხაური და ეზოებთან მისასვლელები.
გზის რეაბილიტაციის პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 595 000 ლარზე მეტია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროექტის განხორციელების შედეგად საგზაო ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდება, რაც მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას შეუწყობს ხელს. ნაკლების ჩვენება.
ხობის მუნიციპალიტეტში, პირველი მაისის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სახელობის ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის ფერდობის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს, ასევე აღდგება მეწყერის შედეგად დაზიანებული გალავანი და სამრეკლო.
მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია გაეცნენ.
ადგილზე განვითარებული, მეწყრულ-ეროზიული პროცესების შედეგად ჩამოიშალა ფერდობის ნაწილი, რამაც საფრთხე შეუქმნა სამონასტრო კომპლექსს. მეწყერმა დააზიანა კომპლექსის გალავანი და სამრეკლო.
პროცესში გეოლოგების ჩართვის შემდეგ, სპეციალისტების დასკვნების შესაბამისად მომზადდა პროექტი და ხორციელდება მასშტაბური სამუშაოები. პროექტს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საჩოკორაიოს უბანში სანიაღვრე არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პირველ მაისში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.
პროექტის შესაბამისად ნატანი მასისგან გაიწმინდება ერთკილომეტრიანი არხი და მოეწყობა ეზოებთან მისასვლელები.
სამუშაოების დასრულების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება სანიაღვრე არხის გამტარუნარიანობა და მნიშვნელოვნად შემცირდება საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დატბორვის რისკი.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 164 350 ლარს შეადგენს.
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის და შუა ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულებში მინისტადიონების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პირველ მაისში სპორტული მოედნის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია და მერის მოადგილე დავით ბერაია გაეცნენ. მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით სრულად რეაბილიტირდება: შუა ქვალონის, პირველი მაისის, ხამისკურის და ქალაქ ხობის (ნოდარ შენგელიას სახელობის სტადიონი) ხელოვნურსაფარიანი სტადიონები. მინისტადიონების რეაბილიტაციისთვის ხობის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 209 ათას ლარამდეა გამოყოფილი.
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ საკვიკვინიოში მდინარე მუნჩიაზე საცალფეხო ხიდის მშენებლობა და ხიდთან - ნაპირდამცავი გაბიონის მოწყობა დასრულდა.
პირველ მაისში განხორციელებული სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით ბუკიამ და მერის პირველმა მოადგილემ, რევაზ ზაქარაიამ დაათვალიერეს.
ინფრასტრუქტურული პროექტები მერიამ, მოსახლეობის წინადადების საფუძველზე, ადგილობრივი ბიუჯეტის და სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის გამოყოფილი თანხით განახორციელა.