13.06.2017

პირველ მაისში გზის კეთილმოწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საჩოკორაიოს უბანში გზის კეთილმოწყობის პროექტის განხორციელება დაიწყო.  მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ დაათვალიერეს.
საჩოკორაიოს უბანში არსებული გზა ამორტიზებული იყო და მოსახლეობას გადაადგილებისას პრობლემას უქმნიდა. პროექტის შესაბამისად 2000 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა  შესასვლელები და მილ-ხიდები. 

ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა  და ხობის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით   ხორციელდება და მისი სახელშეკრულებო  ღირებულება  560 000  ლარს შეადგენს.