14.08.2018

პირველ მაისში გენდერულ საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

14 აგვისტოს, ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ  ერთეულში,  ხობის მუნიციპალიტეტის მერიის პირველი კატეგორიის უფროსმა სპეციალისტმა  გენდერული თანასწორობის საკითხებში თამუნა სიჭინავამ, მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის შეხვედრა ჩაატარა.
  აღნიშნულ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია გენდერული თანასწორობის პრინციპებზე, ძირითადი ცნებების განსაზღვრებებზე, გენდერულ როლსა და სტერეოტიპებზე, გენდერულ დისკრიმინაციაზე, ოჯახში ძალადობასა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის მექანიზმებზე.
ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციულ ერთეულებშიც გაიმართება.