20.11.2017

მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა

20 ნოემბერს, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში,  მეოთხე მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომა გაიმართა. სხდომას ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია ესწრებოდა.
ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა  №66 ხობის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გახსნა. 
დათუნა ჯობავამ საკრებულოს წევრებს სიტყვით მიმართა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეაჯამა და 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების ოქმი წარადგინა.
სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი, ვლადიმერ ქანთარია უძღვებოდა.

სხდომაზეუმრავლესობის წარდგინებით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ედიშერ ჯობავას კანდიდატურა დასახელდა, რის შემდეგაც ფარული კენჭისყრით, მეოთხე მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარედ ედიშერ ჯობავა იქნა არჩეული.
საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ  მოადგილის თანამდებობაზე მამუკა ქარდავას კანდიდატურა დაასახელა.
საკრებულოს წევრებმა, ფარული კენჭისყრით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ,ხმათა უმრავლესობით მამუკა ქარდავა აირჩიეს.

18.11.2017

გენადი კვიკვინია მსოფლიო თასის გამარჯვებულია

18-19 ნოემბერს პოლონეთში გამართულ „ზლოტ ტურის“ მსოფლიო თასის გათამაშებაში შესანიშნავად იასპარეზა ხობელმა (პირველმაისელმა) მკლავჭიდელმა გენადი კვიკვინიამ, რომელმაც ფინალურ შეხვედრაში ამერიკელი ტიმ  ბრესნანი 4-2 დაამარცხა და  ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.













16.11.2017

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები საჩოკორაიოს უბანში

ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საჩოკორაიოს უბანში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაო ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ  დაათვალიერეს. 
პროექტის შესაბამისად, 2200 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა  ეზოებში შესასვლელები და მილ-ხიდები. დღეის მდგომარეობით შესრულებულია სამუშაოს 65 პროცენტი.
ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის ღირებულებაც 560000 ლარია, ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოზე დასაქმებულია 20 მუშახელი.
პარალელურად - ყულევის, საგვიჩიოს, პატარა ფოთის და ხამისკურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. ზემოთაღნიშნული გზების რეაბილიტაციაზე 11 მილიონ ლარამდე დაიხარჯება და ჯამურად, 24 კილომეტრ მანძილზე დაიგება ასფალტის (ბეტონის) საფარი.