30.03.2017

გამწვანების აქცია „საზოგადოებრივი პროკურატურის" პროექტის ფარგლებში


30 მარტს, ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის
სამონასტრო კომპლექსის ეზოში,  „საზოგადოებრივი  პროკურატურის" პროექტის ფარგლებში გამწვანების აქცია მოეწყო. ფოთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა ალექსანდრე კოდუამ, პირველი მაისის საჯარო სკოლის უფროსკლასელებთან ერთად მარადმწვანე ხის ნერგები დარგო.
პროექტის მიზანი, პროკურატურის, როგორც დანაშაულის აღმკვეთისა და პრევენციის განმახორციელებელი სამართალდამცავი ორგანოს საქმიანობის  გამჭვირვალობის გაზრდა და სამართალდამცავი ორგანოების მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებაა.  
   ფოთის რაიონული პროკურატურა ხობის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებებს ეტაპობრივად განახორციელებს.

20.03.2017

„მართლმადიდებელი ეკლესია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“

20 მარტს, პირველი მაისის ღვთისმშობლის ხარების მონასტერთან არსებულ წმინდა ცოტნე აღმსარებლის სახელობის სულიერ-საგანმანათლებლო ცენტრში „მართლმადიდებელი ეკლესია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“ თემაზე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და ფოთისა და ხობის ეპარქიის სამღვდელოება ესწრებოდა. მომხსენებელმა, წიგნის „მართლმადიდებელი ეკლესია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში“ რედაქტორმა პაატა გაჩეჩილაძემ, დამსწრე საზოგადოებასთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მართლმადიდებელი ეკლესიის სამართლებრივ მდგომარეობაზე და სახელმწიფოსთან ურთიერთობის საკითხებზე ისაუბრა. მომხსენებლის განმარტებით ძალზე მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში რელიგიისა და რელიგიური გაერთიანებების (განსაკუთრებით მართლმადიდებელი ეკლესიის) მდგომარეობის შესახებ სწორი, მიუკერძოებელი ინფორმაციის მიწოდება როგორც სასულიერო პირების, ისე საზოგადოებისა და მოსახლეობის ფართო ფენებისათვის.

დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება


21 მარტს, პირველი მაისის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც საინიციატივო ჯგუფის წევრებმა პრეზენტაციების საშუალებით აუდიტორიას გააცნეს ინფორმაცია სინდრომთან დაკავშირებით და დაურიგეს საინფორმაციო ბროშურები. ასევე, გაიმართა ა/ორგანიზაცია ,, world vision საქართველოსა" და ა/ორგანიზაცია youth bank-ის მეირ ახალგაზრდული ცენტრისთვის გადმოცემული ინვენტარის პრეზენტაცია. პირველი მაისის საინიციატივო ჯგუფი მადლობას უდხის ა/ორგანიზაცია #Youthbank -ს და ა/ორგანიაზაცია #worldvisonსაქართველო-ს თანამშრომლობისთვის. უახლოეს დღებში #ხობისმუნიციპალიტეტისგამგეობის მიერ, ახალგაზრდული ცენტრისთვის გადმოცემული ინვენტარის განთავსება იგეგმება. ღონისძიებას, პირველი მაისის ე.შუშანიას სახელობის საჯარო სკოლის დირექტორი, სოფლის

რწმუნებული, მასწავლებლები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

წყარო: https://www.facebook.com/პირველიმაისისსაინიციატივოჯგუფი