07.11.2022

პირველ მაისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 


    ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საპერტიოს უბანში გზის რეაბილიტაცია დაიწყო. 
ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 1 მილიონ 50 ათასი ლარია, ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.
    საპერტიოს უბანში მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან გია ჩაბალუხასთან ერთად გაეცნენ.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მოსახლეობას კეთილმოწყობილი              ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
პარალელურად, პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საგაბისონიოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
    საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. 

03.11.2022

საგაბისონიოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  


ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ერთეულში საგაბისონიოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტს, რომლის საერთო სახელშეკრულებო ღირებულება 1 005 316,95 ლარია, შპს ,,შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან გია ჩაბალუხასთან ერთად დაათვალიერეს.
სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და 2023 წელს დასრულდება.