რელიგია


ხობის ყოვლადწმიდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და საკვირველმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსისა და საპატრიარქო რეზიდენცია - ხობის მუნიციპალიტეტში, სამეგრელო.
წინამაძღვარი იაკობ (სურმავა)
ხობის პირველი მაისის საეკლესიო კომპლექსი და საპატრიარქო რეზიდენცია აშენდა 2013 წელს. 2006 წელს საძირკველი აკურთხა ხობისა და ფოთის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, ბზობის დღესასწაულზე. საძირკვლის კურთხევაში მონაწილეობდნენ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მთავარეპისკოპოსი თევდორე, სენაკისა და ჩხოროწყუს ეპისკოპოსი შიო. საეკლესიო კომპლექსის პროექტის ავტორი ღვაწლმოსილი ხუროთმოძღვარი რევაზ ჯანაშიაა. ქტიტორი და მეურვე – გოდერძი ბუკია.
კომპლექსში დავანებულია 2013 წელს ჩამობრძანებული კიევ-პეჩორის ღირს მამათა 83 წმინდა ნაწილი.
#ხობი
#orthodoxchurch
#ხობჟიდოშე


ფოთისა და ხობის ეპერქია

პირველი მაისის ყოვლადწმიდის ქალწულ მარიამის ტაძრად მიყვანების, წმიდისა დიდისა მოწამისა გიორგისა და წმიდისა მღვდელმთავრისა და    საკვირველთმოქმედისა ნიკოლოზის საეკლესიო კომპლექსი
ტაძრის წინამძღვარი მამა იაკობ (სურმავა) 



ტაძრის ქტიტორი საქართველოს პარლამენტის წევრი
გოდერძი ბუკია