11.04.2023

საპერტიოს უბანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა

  

📍ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საპერტიოს უბანში გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
✅საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხობის მუნიციპალიტეტის მერიამ განახორციელა.
✅გზაზე დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ეზოებთან მისასვლელები და კიუვეტები. გზის რეაბილიტაციაზე დაიხარჯა 822 336 ლარი.
✅პროექტის განხორციელების შედეგად მოსახლეობას კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა აქვს.