19.02.2018

პირველ მაისში გზის რეაბილიტაცია დასრულდა


ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საჩოკორაიოს უბანში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, გზის რეაბილიტაცია განხორციელდა. რეაბილიტირებული გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ  დაათვალიერეს.
პროექტის შესაბამისად
 2200 მეტრ მანძილზე დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყო  ეზოებში შესასვლელები და მილ-ხიდები. დასაქმდა 30 მუშახელი სამუშაოს ღირებულება 560 000 ლარია.
მიმდინარე წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საკვიკვინიოს უბანში გზის რეაბილიტაცია განხორციელდება, რისთვისაც საქართველოს მთავრობის 2018 წლის 18 იანვრის N136 განაკარგულებით 920000 ლარია გამოყოფილი.

01.02.2018

მსოფლიო ხმამაღალი კითხვის დღე პირველი მაისის ბიბლიოთეკაში

1 თებერვალს პირველი მაისის ბიბლიოთეკაში ბიბლიოთეკარ სოფო ბერაიას თაოსნობით გამოეხმაურნენ მსოფლიო ხმამაღალი კითხვის დღეს, წაკითხულ იქნა ქართველი პოეტების ლექსები, მკითხველი და მსმენელი დარჩა კმაყოფილი, მადლობა მოსწავლეებს ამ მშვენიერი დღისთვის.