28.09.2016

ხობში - პირველ მაისში ღვარცოფმა მანქანა წაიღო - შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია (video)


ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ, ხობის რაიონის სოფელ პირველი მაისის სარკინიგზო მაგისტრალის ქვეშ გამავალი გზიდან ავტომანქანა წაიღო. 


მაშველებმა მძღოლის მანქანიდან გადმოყვანა დროულად შეძლეს. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.



ადგილზე სამაშველო სამსახურისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებული. 

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ასევე, სოფელ პირველი მაისის გამგებლის რწმუნებული მარინა ლაგვილავა.




18.08.2016

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ პირველ მაისში

ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გათვალისწინებული პროექტები  აქტიურად ხორციელდება.
 პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიწყუში დაიწყო ბიბლიოთეკის რეაბილიტაციის პროცესი. პროექტის ფარგლებში გამოიცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი, შეილესება და შეიღებება კედლები, შეიცვლება ელექტროგაყვანილობა, მოეწყობა წიგნების თაროები. სამუშაოს ღირებულება 15945 ლარია. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, ასევე ხორციელდება სანიაღვრე არხის ამოწმენდის და  შიდა სასოფლო ხრეშოვანი გზების შეკეთების სამუშაოები.

14.03.2016

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა პირველ მაისში

საქართველოს მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის 2016 წლის პროგრამა კდაამტკიცა. პროგრამის განსახორციელებლად 2016 წლის ბიუჯეტიდან სულ 50 მილიონი ლარია გამოყოფილი. თითოეული მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხის გაანგარიშებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოსახლეობის რაოდენობაზე დაყრდნობით ახორციელებს.
      პროგრამის მიხედვით, 1-დან 200 სულის ჩათვლით დასახლებისათვის 4 000 ლარია გათვალისწინებული, 201-დან 400 სულის ჩათვლით დასახლებისათვის – 5 000 ლარი, 401-დან 1 000 სულის ჩათვლით დასახლებისათვის – 8 000 ლარი, 1 000-ზე მეტსულიანი დასახლებისათვის კი – 12 000 ლარი.
      ხობის მუნიციპალიტეტისთვის წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „საფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 848 311 ლარია გამოყოფილი.
     ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთან მარინა ლაგვილავასთან და საკრებულოს წევრ მალხაზ ლაგვილავასთან  ერთად შეხვდა,  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გასათვალისწინებელი პირობები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.
    საერთო ინტერესების გათვალისწინებით, პროგრამა რამდენიმე დასახლებისათვის გამოყოფილი თანხის გაერთიანებასაც ითვალისწინებს. პროგრამის მიმდინარეობისა და შესრულების მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.

13.03.2016

ნორჩ მოჭადრაკეთა მორიგი წარმატება

4-13 მარტს ქ. ფოთში ჩატარდა საქართველოს ჩემპიონატი ჭადრაკში ( I ლიგა დასავლეთის ზონა) 8,10,12 წლის გოგონათა და ჭაბუკთა შორის, სადაც გათამაშდა საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურები. 

ჩემპიონატში განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ჭადრაკის ჯგუფის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას. აღსანიშნავია
პირველი მაისის საჯარო სკოლის მოსწავლის ნიკა ბუკიას მიღწევები, მან დაუმარცხებლად 9 შესაძლებლობიდან 7,5 ქულით დამსახურებულად დაიკავა პირველი ადგილი. 
ტურნირში ასევე ასპარეზობდა ხობის N2 საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა ჭანტურია, რომელმაც მესამე საპრიზო ადგილი მოიპოვა.
8 წლიან გოგონათა შორის კი გამოირჩეოდა N2 საჯარო სკოლის მოსწავლე თამარ თუთბერიძე.... სამივე კონკურსანტმა საკმაოდ წარმატებით იასპარეზეს და თბილისში მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის საგზურები მოიპოვეს. ტურნირში გამარჯვებულები შასაბამისი ხარისხის თასებით მედლებითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.

ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრი