19.12.2022

გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

                                      

📍ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის და გაღმა საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულებში გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
✅საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია ბეგიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია გაეცნენ.
🔵პირველი მაისის საგაბისონიოს უბანში 1.6-კილომეტრიან მონაკვეთზე იგება ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხები. ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება ერთ მილიონ ლარზე მეტია.
🔵გაღმა საჯიჯაოში იგება რკინა-ბეტონის საფარი, მოეწყობა საგზაო ნიშნები და ეზოებთან მისასვლელები. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 282 799 ლარს შეადგენს.
🔵საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.

პირველ მაისში 17 დეკემბერს მაღაზია „2 ნაბიჯი“ გაიხსნა

  

ფოტო: ირინე ფილიპია

”2 ნაბიჯი’’ ქართული საცალო ვაჭრობის სფეროს ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერია, რომელმაც 2010 წლიდან უბნის მაღაზიის ფორმატით პირველმა დაიწყო ოპერირება. ამ დროიდან მოყოლებული, ქსელი დღითიდღე ფართოვდება და მომხმარებელს მისგან 2 ნაბიჯში, ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებზე, ხელმისაწვდომ ფასებსა და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 

https://www.facebook.com/2nabijiofficial/photos/a.253903321636841/1842060876154403/

07.11.2022

პირველ მაისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

 


    ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საპერტიოს უბანში გზის რეაბილიტაცია დაიწყო. 
ინფრასტრუქტურულ პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც 1 მილიონ 50 ათასი ლარია, ხობის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს.
    საპერტიოს უბანში მიმდინარე სამუშაოებს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან გია ჩაბალუხასთან ერთად გაეცნენ.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და მოსახლეობას კეთილმოწყობილი              ინფრასტრუქტურით სარგებლობის შესაძლებლობა ექნება.
პარალელურად, პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საგაბისონიოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
    საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ხორციელდება. 

03.11.2022

საგაბისონიოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

  


ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ერთეულში საგაბისონიოს უბანში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
პროექტს, რომლის საერთო სახელშეკრულებო ღირებულება 1 005 316,95 ლარია, შპს ,,შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.
მიმდინარე სამუშაოები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ლუდუკ ხასიამ და ხობის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ რევაზ ზაქარაიამ მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან გია ჩაბალუხასთან ერთად დაათვალიერეს.
სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება და 2023 წელს დასრულდება.

23.08.2022

ბულიწყუში მდინარე მუნჩიასთან ნაპირსამაგრის მოწყობა დასრულდა

  


ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბულიწყუში მდინარე მუნჩიასთან ნაპირსამაგრის მოწყობა დასრულდა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით საავტომობილო გზების დეპარტამენტმა განახორციელა.
ინფრასტრუქტურული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 124 997 ლარს შეადგენს
სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „შარა-გზამშენი პირველი“ აწარმოებდა.

29.01.2022

საყოველთაო ვაქცინაციის კამპანია ხობში

 


ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში, საყოველთაო ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა დავით ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ და  ა(ა)იპ ,,ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორმა შორენა საბახტარაშვილმა მოქალაქეებს პანდემიის მართვის განახლებული გეგმა, იმუნიზაციის პროცესის გააქტიურების მიზნით მთავრობის მიერ შემუშავებული წამახალისებელი პროგრამები და მუნიციპალიტეტში არსებული  ეპიდემიოლოგიური ვითარება გააცნეს.

ხელისუფლების წარმომადგენელთა განმარტებით ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამის თებერვალშიც გაგრძელება და 50 წლის ასაკის ზემოთ ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილებისთვის 100 ლარის ჩარიცხვა, იმუნიზაციის ტემპს კიდევ უფრო გაზრდის.

მოსახლეობასთან შეხვედრას  სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის  პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი, მოადგილე დავით კუხალეიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.