11.09.2014

პროექტი ,,მომავალი თქვენია“


დღეს, პირველი მაისის საბავშვო ბაგა-ბაღში გაიმართა პრეზენტაცია პროექტისა ,,მომავალი თქვენია“. პროექტი მიზნად ისახავდა ბაღის საკანალიზაციო სისტემის რეაბილიტაციას (პროექტი კოორდინატორი ლელა ალექსანდრია) და განხორციელდა გაეროს ერთობლივი პროგრამის ,,გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ დაფინანსებით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ, კავშირი „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის“ და ასოციაცია ,,ათინათის ‘’ ხელშეწყობით.
პროექტის საერთო ღირებულება შეადგენდა 7778,40 ლარს,რომელშიც ადგილობრივი 
თვითმმართველობის წვლილი თანადაფინანსების სახით 800 ლარია. 
პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე დოდო გაბუნია, საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე ტარიელ ალექსანდრია, ეკონომიკური განვითარების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე გოჩა სიჭინავა, არასამთავრობო ორანიზაციის წარმომადგენლები და აღსაზრდელთა მშობლები.