14.03.2016

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრა პირველ მაისში

საქართველოს მთავრობამ სოფლის მხარდაჭერის 2016 წლის პროგრამა კდაამტკიცა. პროგრამის განსახორციელებლად 2016 წლის ბიუჯეტიდან სულ 50 მილიონი ლარია გამოყოფილი. თითოეული მუნიციპალიტეტისათვის გამოსაყოფი თანხის გაანგარიშებას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მოსახლეობის რაოდენობაზე დაყრდნობით ახორციელებს.
      პროგრამის მიხედვით, 1-დან 200 სულის ჩათვლით დასახლებისათვის 4 000 ლარია გათვალისწინებული, 201-დან 400 სულის ჩათვლით დასახლებისათვის – 5 000 ლარი, 401-დან 1 000 სულის ჩათვლით დასახლებისათვის – 8 000 ლარი, 1 000-ზე მეტსულიანი დასახლებისათვის კი – 12 000 ლარი.
      ხობის მუნიციპალიტეტისთვის წელს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ „საფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 848 311 ლარია გამოყოფილი.
     ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ზაზა ბუკია პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთან მარინა ლაგვილავასთან და საკრებულოს წევრ მალხაზ ლაგვილავასთან  ერთად შეხვდა,  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გასათვალისწინებელი პირობები გააცნო და მათი პრობლემები მოისმინა.
    საერთო ინტერესების გათვალისწინებით, პროგრამა რამდენიმე დასახლებისათვის გამოყოფილი თანხის გაერთიანებასაც ითვალისწინებს. პროგრამის მიმდინარეობისა და შესრულების მონიტორინგს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს.