07.05.2018

პირველ მაისში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს


ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საკვიკვინიოს უბანში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამშენებლო სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის მერმა, გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ, ვარაზ გაბედავამ  დაათვალიერეს.
პროექტის შესაბამისად:
 2800 მეტრ მანძილზე დაიგება ცემენტბეტონის საფარი
აშენდება ხიდბოგირები  და მილ-ხიდები
მოეწყობა რკინაბეტონის სანიაღვრე არხი
დასაქმდება ადგილობრივი მუშახელი
სამუშაოს ღირებულება 1 მილიონ 307 ათასი ლარია
პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „პრაიმ ბეტონი“ ახორციელებს.
2017 წელს, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საჩოკორაიოს უბანში დაიგო ცემენტბეტონის საფარი; 2018 წელს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის (ხობი-პირველი მაისი) რეაბილიტაცია განახორციელა; ხოლო, მიმდინარე წელს დაგეგმილია სოფლის გაზიფიცირება.